• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ბოლნისის სიონი

 

ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი სამნავიანი ბაზილიკაა საქართველოში. იგი ღმრთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული. ტაძარი, ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე წარმოდგენილი წარწერის მიხედვით, 478-493 წლებით თარიღდება. 
 
ბოლნისის სიონი საყურადღებო და სახელგანთქმულია, როგორც ისტორიული, ასევე მხატვრული მნიშვნელობითაც. პირველად, სწორედ ბოლნისის სიონში გვხვდება სკულპტურული და ორნამენტული დეკორი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველისა და ცხოველის რელიეფური გამოსახულება). განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ჯვარს - ახალი სარწმუნოების სიმბოლოს. 
 
ბოლნისის სიონის კედლებმა შემოინახა საქართველოში გადარჩენილი უძველესი ქართული წარწერები.
 
XVII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში ბოლნელი ეპისკოპოსის, ნიკოლოზის თაოსნობით, ეკლესია შეკეთდა და მოიხატა, ასევე აშენდა სამრეკლო.