• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

სტუმრად მზიან სასომხეთში

მაკა გიორგაძე თბილისის #14 საჯარო სკოლის დირექტორი. პირველად მომეცა საშუალება, რომ სტუმრად ჩამოვსულიყავი სასომხეთში, მომენახულებინა თქვენი ლამაზი მხარე და პირადად მენახა  "მხითარ სებასტაცი"- სასწავლო კომპლექსი. ბევრი ჩემი კოლეგისგან მსმენია თქვენ შესახებ და ბუნებრივია მქონდა სურვილი პირადად გსტუმრებოდით. ძალიან მომეწონა სასწავლო გარემო, რომელიც მოქნილად არის მორგებული და გათვლილი თითოეულ მოსწავლეზე. მადლობა მინდა გითხრათ ასეთი სტუმართმოყვარე დახვედრისთვის და ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის საინტერესო იქნებოდა საერთო პროექტების დაგეგმვა, ქვეყნებს შორის და ბავშვებს შორის მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად და გამოცდილების გასაზიარებლად.