• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

შოთა რუსთაველი


    დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთველი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თამარ მეფის დროს. იგი ერთგულად ემსახურა მეფეს, სამშობლოს, ხოლო სიბერის ჟამს იერუსალიმში ჯვრის მონასტერში ბერად აღიკვეცა, სადაც დღემდეა დაცული მისი ფრესკა.

    შოთა რუსთაველს უყვარდა თამარი. იგი ხოტბას ასხამდა ქართველთა სახელოვან მეფეს და თავისი ბრწყინვალე პოემა– „ვეფხისტყაოსანი“ თამარს მიუძღვნა. პოემის გმირებს: ტარიელს, ავთანდილს, ფრიდონს, ნესტან–დარეჯანს, თინათინს და ასმათს უყვართ ერთმანეთი, უყვართ სამშობლო, თავისი ხალხი, ებრძვიან მტერს – ბოროტ ძალებს და, მეგობრობისა და სიკეთის წყალობით საბოლოოდ იმარჯვებენ.

    შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ძეგლია. 800 წელზე მეტია იგი ჭირსა და ლხინში თან ახლავს ქართველ კაცს. „ვეფხისტყასნის“ ბრძნული გამონათქვამები ეხმარება ადამიანებს, ასწავლის მეგობრობას, სიკეთეს, სათნოებას, კაცთმოყვარეობას, უნათებს მათ გონებას, სულს.