• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება

21 ივნისს ქ. ერევანში სასტუმრო მარიოტში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება. საპატიო სტუმარი გახლდათ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცესპიკერი ქალბატონი ლენა ნაზარიანი. ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსის პედაგოგთა გუნდმა შეასრულა ქართული და სომხური ჰიმნები. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ქართული დიასპორის წევრები, კულტურისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.