• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ქართული ენის დღეები

2019 წლის 10 აპრილს ერევნის მხითარ სებასტაცის საგანმანათლებლო კომპლექსში „ქართულის ენის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, არმენოლოგ ნინო აფციაურთან. ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო კომპლექსის მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე საქართველოს ელჩის გიორგი საგანელიძის მეუღლე, ქ-ნი ეკატერინე ბაქრაძე და საელჩოს თანამშრომლები.