• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

გულის პასუხი

                                              აკაკი წერეთელი

 

 

მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი დაუკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში

მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,

და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწომსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი.

უხმო-უსიტყვო გრძნო ბათალოცვა,
საანგელოზო დრო მენთებოდა,
ციურ მანანად, ნუგეშისცრემლად,
უჩინრად გულს ვეეწვეთებოდა.

მაგრამ ჯოჯოხეთს დაბოროტ სულებს
არ ასვენებდა ციური ძალა
დაუკვდავების წმინდა წყაროში
ჩააწვეთწვეთეს შხამი… სამსალა!

შენც შეგარყიეს… უსამართლობამ
უღმრთოდ გააქრო ტრფობის ლამპარი
და მაშინ ბნელში დავრჩი მე ობლად,
უსულ-უგულო და ცოცხალ-მკვდარი.

მაგრამ მიყვარხარ! მაინც მიყვარხარ,
ვითპოეზია, როგორც ღვთაება,
თუმც მაგ თვალებში აწ სხვისთვის ბრწყინავს
სასუფეველი დ აუკვდავება.