• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ნათლისღებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ეწოდება - განცხადება ღვთისა, გამოცხადება ყოვლადწმინდისა სამებისა. სახარებაში წერია, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მივიდა იოანე ნათლისმცემელთან და ნათელიღო მისგან. და ისმოდა ხმა ზეციდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ" და „სული წმინდა სახითა ტრედისათა გარდამოვიდოდა მაცხოვარსა ზედა". აი, ამიტომ ეწოდება ამ დღეს ღვთის გამოცხადება - ამ დღეს წარმოჩინდა ყოვლადწმინდა სამება, გამოეცხდა ქვეყანას ღმერთი. ეს არის დღე გაწმენდისა!