• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ტოლმის ფესტივალი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

30 ივნისს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში ჩატარდა სომხური ეროვნული კერძის „ტოლმა-2013“ ფესტივალ-კონკურსი. მისი ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკ“, „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოში სომხეთა ეპარქიის მფარველობით. გემრიელი ტოლმის სურნელი გავრცელდა მთელ ავლაბარში. ქალბატონების მაგიდები გაწყობილი იყო 15 სახეობის ტოლმით. ფესტივალ-კონკურსის მიზანი იყო სომხური ეროვნული კერძის პოპულარიზაცია და გავრცელება.

საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის შემდეგ საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. გაისმა სომხური მუსიკა და სიმღერა, ფესტივალზე მოსული მრავალი სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ სომხები, ქართველები, რუსები, ეზიდები, გერმანელები, ებრაელები, ამერიკელები, ადგილობრივები და ჩამოსული სტუმრები, აგემოვნებდნენ სომხურ ტოლმას. მათ დიდად შეაფასეს ეროვნული კერძი.

სანამ ვრცელდებოდა მხიარული სიმღერა და მუსიკა, ხალხი აგემოვნებდა სომხურ ტოლმას, პატივცემული ჟიური, საქართველოში სომეხთა ეპარქიის ფინანსური დირექტორის, მარგარიტა კირაკოსიანის ხელმძღვანელობით, აფასებდა ტოლმის სხვადასხვა სახეობას, მის არომატულ თვისებებს, ლამაზ ფორმას და მდიდარ ფანტაზიას, რათა გამოევლინა გამარჯვებული. კონკურსის ყველა მონაწილემ მიიღო სიგელი მონაწილეობისთვის, ხოლო პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები – ჰრიფსიმე ანდრეასიანი, ალინა ალიხანოვა და ინესა სარუხანიანი დაჯილდოვდნენ სუვენირებით.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დაწყება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა შობის წმინდა დღესასწაულზე მოწყობილი სომხური ქადის ფესტივალით, ხოლო ექვსი თვის თავზე გაიმართა ფესტივალი „ტოლმა-2013“, რომელიც ფართოდ გაშუქდა ქართული და სომხური მედიასაშუალებით.

 

ფესტივალის ფოტომასალა ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.396685160448302.1073741956.113192792130875

ფესტივალთან დაკავშირებული რეპორტაჟები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - http://1tv.ge/news-view/51916

რუსთავი 2 - http://www.youtube.com/watch?v=u8swU9grrfw

იმედი - http://www.youtube.com/watch?v=yITjN6Gq3oA

მაესტრო - http://www.youtube.com/watch?v=Ilx9RT49n-Y

ინფო 9 - http://info9.ge/?l=G&m=1000&id=21863&share=true

სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი - http://www.youtube.com/watch?v=WTtNqrFRJrs

სომხეთის არხი „არმენია“- http://www.youtube.com/watch?v=g9iRLK9qIWM

 

 

 

სომეხთა ეპარქიის პრეს-სამსახური

არმაზის ქ. №18, 0103, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 32 2546411

მობ.: +995 593 397170

ფაქსი: +995 32 2751790

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.armenianchurch.ge