• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

“ქართული დღეები”

2023 წლის 12 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ეწვია ქ. ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის სასწავლო კომპლექსს, სადაც მისი დამფუძნებლის აშოტ ბლეიანის ინიციატივით მიმდინარეობდა “ქართული დღეები” და საქართველოდან სტუმრობდნენ ზუგდიდისა და ბოლნისის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები. ინიციატივა მიზნად ისახავს ორი მეზობელი ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობას შორის მეგობრობის გამყარებასა და გაძლიერებას. 
ელჩი მიესალმა აღნიშნული პროექტის მრავალწლიან ტრადიციას და ხაზი გაუსვა, ერების საუკუნოვანი მეგობრობის განმტკიცების საქმეში ახალგაზრდა თაობათა დაახლოების მნიშვნელობას.