• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ სომხეთში

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, 25 აპრილს სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქართული სათვისტომოს წევრები.