• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში

 

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია

პრეს–რელიზი/ 2013 წლის 12მარტი

ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში

10 მარტს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრში შედგა ნიჭიერი შემსრულებლის, არაერთი კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილის ანა პოღოსოვას სოლო კონცერტი, რომელიც მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს.

ანა პოღოსოვა ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოირჩეოდა სიმღერის, ცეკვისა და მუსიკისადმი მიდრეკილებით. ექვსი წლის ასაკიდან დადიოდა სიმღერასა და ცეკვაზე, აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო ღონისძიებებში, იჩენდა განსაკუთრებულ სიყვარულს სამუსიკო ხელოვნებისადმი.

ხალხმრავალ დარბაზში გაიჟღერა ცნობილმა და საყვარელმა სიმღერებმა როგორც სომხური, ისე ქართვული და უცხოური რეპერტუარიდან, რომლებიც ანამ მიუძღვნა ყველა ქალბატონს. კონცერტის დროს სოლისტის სიმღერები სრულდებოდა ვანო მკრტჩიანის დუდუკისა და პაველ ოგანეზოვის ფორტეპიანოს თანხლებით.

სომეხი პოეტების ლექსები მშვენიერად წაიკითხა 104-ე საშუალო სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანმა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წელს ანამ მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია "იმედის" პროექტში "ნუცა სკოლა", გავიდა ნახევარფინალში, გასული წლის ბოლოს კი ახალგაზრდა მომღერალი გახდა "ჩვენ ვმღერით არნო ბაბაჯანიანის სიმღერებს“ კონკურს - ფესტივალისგამარჯვებული და დაიმსახურამეოთხე რესპუბლიკური სტუდენტურიკონკურს-ფესტივალის გახსნის პატივი.

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.facebook.com/media/set/?set=a.345664602217025.1073741837.113192792130875

 

 

სომეხთა ეპარქიის პრეს-სამსახური

არმაზის ქ. 18, 0103, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995322546411

მობ.: +995593397170

ფაქსი: +995322751790

ელ-ფოსტა: [email protected]