• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

არნო ბაბაჯანიან

1947 წელს დაამთავრა ერევნისა და მოსკოვის კონსერვატორიები. დემოკრატიული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი პრაღასა და ბუქარესტში. ბაბაჯანიანის სტილის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ს. რახმანინოვისა და ა. ხაჩატუარიანის შემოქმედებამ. ბაბაჯანიანის უმთავრესი ნაწარმოებებია: "გმირული ბალადა", ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, საფორტეპიანო ტრიო, 6 სურათი ფორტეპიანოსათვის (სომხეთის სახელმწიფო პრემია), პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის, კონცერტები ვიოლინოსა და ვიოლენჩელოსათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, სავიოლინო სონატა, მრავალი პოპულარული სიმღრა, მუსიკა კინოფილმებისათვის. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.