• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

სომხურ ქართული მეგობრობა

პირველ რიგში მინდა გაგეცნოთ, მე ვარ მარიამ მანჯგალაძე საქართველოდან, კერძოდ ლაგოდეხის რაიონიდან. ვარ 16 წლის, დავდივარ ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლაში და ვარ ანსამბლ "ჰერეთის" სრულფასოვანი წევრი. მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ ამ ანსამბლზე და მათ დამაარსებლებზე. სოფო ტყემალაძე და კახაბერ კობახიძე, ესენი არიან არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ ჩვენი მშობლები და ჩვენი უფროსი მეგობრები, რომლებიც ჭირსა და ლხინში მუდამ გვერდით გვიდგანან.  მათი დამსახურებაა, რომ მთელი დიდი ანსამბლი, ერთ მუშტად შეკრულნი წავედით, რაღა თქმა უნდა არცერთი ბავშვის გამოტოვებით, რაც დასამახსოვრებელი იქნება ყველა ჩვენგნისთვის. პირადად მე პირველად ვიყავი საქართველოსგან შორს, რომ არა სოფო და კახა მასწავლებელი მომიწევდა ანსამბლის ფოტოების შორიდან ყურება. ამ ადამიანებს ბევრი თაობა აღუზრდიათ ჩვენამდე, ბევრი დაუყენებიათ სწორ გზაზე და მათით ნამდვილად ვამაყობ.შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო მათზე.
თუმცა ამჯერად მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩასვლის პირველივე დღიდან ჩვენს გვერძე იყვნენ. ჩვენი უსაყვარლესი რინა მასწავლებელი, მოგახსენებთ ქართულის პედაგოგია,  ერევნის "მხითარ სებასტაცი" სასწავლო კომპლექსში ასწავლის ქართულ ენას. რისი გაგების შემდეგ თავი უბედნიერესად ვიგრძენი. რადგან ნამდვილად სასიხარულო ამბავია, როცა იგებ უცხო ქვეყანაში ჩვენს ენას სწავლობენ. ამ ყველაფერს საფუძველს კი რინა მასწავლებელი უყრის, რომელმაც ძალიან შემაყვარა თავი. კიდევ მინდა ვისაუბრო ამ შესანიშნავ სკოლაზე, მის დირექტორ აშოტ ბლეიანზე, მასწავლებლებზე თუ ბავშვებზე, რომლებმაც მთელი გულით და სულით მიგვიღეს. გვასწავლეს სომხური ცეკვა და სიმღერა, გვასწრებდნენ სხვადასხვა გაკვეთილებზე...ვნახეთ სომხეთის ღირშესანიშნავი ადგილები როგორიცაა: ეჯმიაწინი, სევანის ტბა, ღვინის მარანი და სხვა. გავიცანით სომხურ კულტურას. ბავშვები კი არ გვტოვებდნენ, გვთვლიდნენ ახალ მეგოდრებად და ცდილობდნენ ჩვენს გახარებას. მათ იმდენად შევიჩვიე, რომ წამოსვლა და უკან დაბრუნება აღარ მსურდა. ჩვენ ასევე მიგვიპატიჟა სომხეთში საქართველოს ელჩმა გატონმა გიორგი საგანელიძემ. რაც თავად კახასი და სოფოს დამსახურებაა. ისინი ისე თბილად შეგვხდნენ, რომ ყოველივემ საოცარი ემოციები აღძრა. ამისთვის კი დიდი მადლობა მათ. არასდროს დამავიწყდება სომხეთში გატარებული ეს 6 დღე. ყოველთვის დიდი სიყვარულით გავიხსენებ ყოველივე წუთს, ასევე სულმოუთმენლად დაველოდებით იმ დღეს, როცა ეს ბავშვები ჩვენც გვესტუმრებიან.