• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

"სებასტაცელები" პედაგოგთა გუნდი.

2012 წელს ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სახელობის სასწავლო კომპლექსში "სებასტაცინერ" სასწავლო ფონდის ინიციატივით დაარსდა  "სებასტაცელები" პედაგოგთა გუნდი. "სებასტაცინერ" პედაგოგთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი არის ერევნის სახელმწიფო კამერული ორკესტრის დამფუძნებელი, სომხეთის რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული  არტისტი  ჰარუთიუნ თოფიკიანი. გუნდი ოთხხმიანია, ღია, შედგება სასწავლო კომპლექსის პედაგოგებისგან. გუნდი ასრულებს კომიტასის სასულიერო და საერო სიმღერებს, შუა საუკუნეების სხვა ფსალმუნებს, თანამედროვე სომეხი კომპოზიტორების შემოქმედებებს. ავრცელებენ საგანმანათლებლო, კულტურული, პატრიოტული ლაშქრობების და კონცერტების დროს, სასწავლო ლიტურგიების, ეროვნული წესების და ზეიმების ორგანიზებითა და მონაწილეობით.  კონცერტებს თან ახლავს სასწავლო კომპლექსის საავტორო საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, გაცვლითი პროგრამები. გუნდი თავის პროგრამას წარმოადგენს მოქმედ და არამოქმედ ეკლესიებში, სხვადასხვა ძეგლების და მუზეუმების ტერიტორიებზე სხვადასხვა ქალაქების, სოფლების ეკლესიებში, საკონცერტო დარბაზებში და მოედნებზე. თავის ყველა ინიციატივაში გუნდს აქვს სომხური სამოციქულო ეკლესიის ლოცვა კურთხევა.