• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ხოფა

ხოფა — ქალაქი ართვინის პროვინციაში, თურქეთი, შავი ზღვის პირას, საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში.
წყაროებში იხსენიება V საუკუნეში, როგორც ლაზიკისა და ბიზანტიის სასაზღვრო ციხესიმაგრე. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ხოფის მიდამოებში მდებარეობდა ციხე-ქალაქი „პეტრა".
1865 წელს ქალაქი ხოფა იყო ხოფას კაზის ცენტრი. ხოფას კაზა შედიოდა ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყში და მდებარეობდა გონიოს კაზის სამხრეთით და არჰავის კაზის ჩრდილოეთით. კაზაში სულ შედიოდა 22 სოფელი და ცხოვრობდა 4290 ადამიანი. მოსახლეობას მოჰყავდა სიმინდი, აწარმოებდა ყველსა და კარაქს.