• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ერლომ ახვლედიანი

მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად, საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად, იყო სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი, სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი, თსთი სასცენო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე. არის ათეულობით ფილმის სცენარის ავტორი.