• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

„ქართული პოეზიის დღე“ ერევანში

2019 წლის 12 აპრილს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის მხარდაჭერით „ქართული ენის დღესთან“ დაკავშირებით ერევანში ჩატარდა „ქართული პოეზიის დღე“. საქართველოდან მოწვეული იყვნენ ქართველი პოეტები - ლევან ზარიძე და ლექსო დორეული (მათი ლექსები თარგმნილია სომხურ ენაზე). ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ედუარდ მილიტონიანი, მწერალი გაგიკ დავთიანი და სხვები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მწერალთა კავშირის წევრები, ერევნის ქართველოლოგიური ცენტრების სტუდენტები და მასწავლებლები, ქართული სათვისტომოს „ივერიის“ წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ელჩის მეუღლე ქ-ნი ეკატერინე ბაქრაძე და საელჩოს დიპლომატები. ქართველმა პოეტებმა წაიკითხეს თავიანთი ლექსები, სტუდენტებმა კი მათი სომხური თარგმანები. 
შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა დასახელებული ღონისძიების მნიშვნელობა ქართულ-სომხური ლიტერატურული კავშირების გაღრმავების საქმეში.