• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

სურბ გევორგ საკათედრო ტაძარი

მეიდნის „სურბ გევორგი“ თბილისის უძველესი სომხური ეკლესიებიდან ერთ-ერთია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქალაქის სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო, და ამჟამადაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. შუა საუკუნეების პირველ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც კათოლიკე სურბ ასტვაწაწინ და გევორგ ზორავარი. მოგვიანებით, ადგილმდებარეობის გამო, ცნობილ მოედანზე მდებარეობის გარემოების გათვალისწინებით, მას ეწოდებოდა მეიდნის სურბ გევორგი ანბერდი მეწ ეკეღეცი.
ეკლესიის დაფუძნების თარიღად აღინიშნება 631 წელი, მაგრამ ასევე არსებობს 1251 წელს დაარსების ვერსია. მე-13 საუკუნეში აგების ვერსია მკვლევარებმა მიმოქცევაში შემოიტანეს ეკლესიის კედელზე ძველად არსებული, მაგრამ რომელიც ამჟამად არ არის შემონახული, სმაშენებლო ჩანაწერისა და ჰოვჰანეს ერზენკაცუს გადმოცემული ცნობების საფუძველზე. ამათ თანახმად იგი ააგო უმექ იშხანმა 1251 წელს.