პროექტის მიზანია პედაგოგიური გამოცდილების გაცვლა-გაზიარება, სკოლების შემოქმედებითი ჯგუფების ჩართულობა, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის საქართველოს და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები სხვადახვა ერის, კულტურის, ტრადიციების, ისტორიის გაცნობა, საზოგადოების დაახლოება და ქვეყნებს შორის თანამეგობრობის ხიდის გადება. პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს ერევნის „მხითარ სებასტაცის“ სასწავლო კომპლექსის მოსწავლეებმა, თბილისის სკოლა „ივერიამ“, ჩიბათისა და ბოლნისის რამოდენიმე სკოლამ.
ღონისიებები ბოლნისში სკოლა „დავითიანმა“ მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დახმარებით განახორციელა.
-პროექტის ფარგლებში, ჩვენს მუნიციპალიტეტში, სამდღიანი ვიზიტით სომხეთის დელეგაცია გვესტუმრა. ღონისძიებები დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, რომელსაც ესწრებოდნენ ლიტვის საელჩოს წარმომადგენლებიც. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელი ლიტვა-საქართველოს მეგობრობის წელია, ამიტომ გადავწყვიტეთ ვიქტორინა ლიტვის თემატიკას შეხებოდა. ღონისძიების დასასრულს ქალაქის ცენტრში სოციალური გარდირობი გავხსენით, ყველას შეუძლია, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები მოიტანოს. ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმე და დავეხმაროთ სხვებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერისთვის“. – აღნიშნა სკოლა „დავითიანის“ დირექტორმა და პროექტის ორგანიზატორმა მარინა გორშკოვამ.