• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

ველოსიპედი - ტანვარჯიშის ინსტრუმენტი

"მხითარ სებასტაცი" სასწავლო კომპლექსში 1-3 კლასებში ფისკულტურის გაკვეთილები ორგანიზებულია ყოველდღიურ მეცადინეობებით, რომელიც მოიცავს ტანვარჯიშს, თამაშებს, ველოსიპედს. პირველკლასელი კვირაში ერთხელ დადიან ცურვაზე. პროგრამის ნაწილია აგრეთვე ლაშქრობა, სიმაღლეების გადალახვა, რომლის დროსაც მოსწავლეები ეცნობიან უსაფრთხო ფუნქციონირების ელემენტებს.
ველოსიპედები, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, შესულა სასწავლო კომპლექსში 2014-2015 სასწავლო წელს და გახდა ტანვარჯიშის, მოსწავლეების და მასწავლებლბის ყველაზე სასურველი, ყველაზე გამოყენებული სასწავლო ინსტრუმენტი. ველოსიპედი როგორც უმცროს სკოლელისთვის ყოველდღიური გამოყენების ინსტრუმენტი, თან მოიტანა მთელი რიგი პრობლემები, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებთან ერთად მოვძებნოთ ამ პრობლემების მოგვარების გზები.
უმცროს სკოლაში კლასების შორის თანამშრომლობა ისე გამჭვირვალეა, როგოც სკოლის ფიზიკური გარემო. ასეთი თანამშრომლობის მაგალითია ორი კლასების შორის ორგანიზებული ფლეშმობები, სპორტული ზეიმები. ფლეშმობები და სპორტული ზეიმები მიმართებული იყო ინტერპერსონალური ურთიერთობების განვითარებას, მოსწავლეების ველოსიპედის ტარების უნარის განვითარებას, სასწავლო ბაღების და მის მიმდებარე ტერიტორიების და ეზოების, როგორც სასწავლო ტერიტორიის გამოყენებას და სხვა. ამ სპორტული ზეიმების და ფლეშმობების შედგად მოსწავლეების დიდი ნაწილი გახდნენ გამოცდილი ველოსიპედისტებად.