• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

"სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო ხიდები". პრეს-კონფერენცია

ერევნის"მხითარსებასტაცი" სასწავლოკომპლექსი

სომხურ-ქართულიზოგადსაგანმანათლებლოხიდები

ბანგლადეშისპლენერი2017.

"სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო ხიდები" 2017წ. პროგრამით, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ქალაქ ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგთა ჯგუფი, სკოლის დირექტორი ლელა ჭინჭარაულის ხელმძღვანელობით, 13-17 ივნისს მონაწილეობას იღებს "მხითარ სებასტაცი" სასწავლო კომპლექსში განხორციელებული "ბანგლადეშის პლენერი" ზოგადსაგანმანათლებლო ფესტივალზე. 
14 ივნისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ბატონი გიორგი საგანელიძის მოწვევით, ახალქალაქის ჯგუფი სასწავლო კომპლექსის ქართული ენის ჯგუფთან ერთად ეწვიეს საქართველოს საელჩოს, წარმოადგინეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის პროექტი.
22-24 ივნისს "სომხურ-ქართული ხიდები" პროექტის ფარგლებში, ახალი თანამშრომლობის დამყარების მიზნით სასწავლო კომპლექსის პედაგოგების, მოსწავლეების 50 წევრიანი ჯგუფი ერთობლივი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კულტურული მიემგზავრება საქართველოს სამცხე-ჯავახეთის ქალაქ ახალქალაქში, განძაში, კარწახში, ვალეში, ჰეშტიაში.
16 ივნისს , 13:00 საათზე "მხითარ სებასტაცი" სასწავლო კომპლექსში გაიმართება პრეს-კონფერენცია, სადაც სასწავლო კომპლექსის დირექტორი აშოტ ბლეიანი და ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის #3 სკოლის დირექტორი ქალბატონი ლელე ჭინჭარაული უპასუხებენ ამ პარტნიორობასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
საღამოს 18:00 საათზე, ერევნის ინგლისურ ბაღში ჩატარდება სომხურ-ქართული ერთობლივი დღესასწაული. სიხარულით გეპატიჟებით.
 
მისამართი: ბაბაჯანიანის 25, ტელ: 74 72 46