• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

სრ გს ცნობა

"სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლოხიდები" პროგრამა

სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო თანამშრომლობა

სომხეთის და საქართველოს განათლების სამინისტროების მიერ დამტკიცებული "სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო ხიდები" პროგრამა დაიწყო 2009წელს თბილისის #98 სკოლის და ქ.ერევნის "მხითარ სებასტაცი" სასწავლო კომპლექსის ურთიერთ ვიზიტით. 2009 წ. 19 ნოემბერს სასწავლო კომპლექსის დირექტორმა აშოტ ბლეიანმა და თბილისის საიათ-ნოვას სახელობის #98 სკოლის დირქტორმა გიორგი მომცელიძემ ოფიციალურ პირობებში, სომხეთში საქართველოს საელჩოს, სრ განათლების სამინისტროს წარმომადგენლების დასწრებით ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმზე.

სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო ხიდების პროგრამით:

  • დადგენილია პარტნიორობა სასწავლო კომპლექსის და საქართველოს, თბილისის, ჯავახეთის ოცამდეე სკოლების შორის, მათ შორის თბილისის #98, 24, 104, 37, 6, ვერსალაძეს სახელობის ხელოვნების, გლდანის სკოლების, დემირელის სახელობის კოლეჯის, კერძო «Aia-gess» სკოლის, მუსიკალურ სკოლების, განძის #1,2, სოფელ ვალეს, სასწავლო კომპლექსის და საქართველოს საგანმანათლებლო და კულტურული მნიშვნელობის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის.
  • საქართელოს: თბილისის, ჯავახეთის სკოლების მოსწავლეები, პედაგოგბი მონაწილეობას იღებენ სასწავლო კომპლექსში საავტორო სასწავლო პროგრამების კალენდარით გადაწყვეტილი ყოველწლიური ღია პროექტებში, ჩვენებებზე /დიჯითექ, ეკოტური, ქართული ენის დღეები, ერევნის პლენერი, მუსიკალური, თეატრალური ფესტივალი და სხვა/.
  • სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ თბილისის სკოლებში, სასწავლო ცენტრებში ორგანიზებულ კონკურსებში, პროექტებში /ტექნიკური შემოქმედებითი საერთაშორისო კონკურსში, "ვკითხულობთ რუსთაველს", "ლეონარდო და ვინჩი", ეკო გაკვეთილი, თბილისის პლენერი და სხვა/.  ჩვენი ინიციატივით ვანხორციელებთ საქართველოს და საქართველოს კულტურასთან დაკავშიებული სასწავლო პროექტები /აგრეთვე თანამედროვე ქართველი მწერლები, შალვა ამონაშვილის ნაწარმოებების სომხური თარგმნანი/.
  • 2017წ. სოციალურ მეცნიერებათა ყოველწლიური ჩვენების ფარგლებში განხორციელდება სომხურ-ქართული სასწავლო პროექტების ღია ჩვენება, რომელიც გახდება ყოველწლიური.
  • "მდინარე ქალაქში" პროექტი განხორციელდება ერევანში და თბილისში, როგორც მოსწავლეების და პედაგოგთა ჯგუფების  გაცნობითი კვლებითი სამუშაოებები.
  • საავტორო სასწავლო პროგრამით სასწავლო კომპლექსში განხორციელდება საქართველოს  პედაგოგთა ტრენინგი /დაწყებითი კლასების, საგნების/.
  • საავტორო სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება უფროსი და საშუალო სკოლის მოსწავლეების არჩევით ქართული ენის შესწავლა. მოქმედებს ქართული ენის კლუბი,  mskh.am საიტი, "დპირ" პედაგოგიური ჟურნალის ქართული გვერდი, სასწავლო კომპლექსის დირექტორის ბლოგის ქართული გვერდი.
  • განხორციელდება "სომხური თბილისში" ერთობლივი კვლევები, სადაც მონაწილეობას იღებენ სომეხი და ქართველი  მხატვრები.
  • წელიწადში ორჯერ ქართული ენის მოსწავლეები ენის პრაქტიკისთვის მიემგზავრებიან თბილისში.
  • ტარდება ერთობლივი სასწავლო-კულტურული პროექტები: კონცერტები, პლენერი თბილისში, ერევანში, კომიტასის, სომხურ-ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა.
  • განხორციელდება "დღესასწაული ერთად" პროექტი /შობა ახალი წელი, წმიდა აღდგომა, დამოუკიდებლობის მაისის დღესასწაულები, ოქროსფერი შემოდგომა, თბილისობა, "სებასტაცის დღეები" და სხვა/.
  • სასცავლო კომპლექსი და საქართველოს პარტნიორი სკოლები თანამშრომლობენ საერთაშორისო პროექტების ფარგლებში (SPAR, CEEN და ა.შ.).
  • სასწავლო კომპლექსის მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საქართველოს შემოქმედებითი ბანაკებში, მათ შორის საერთაშორისო.  საქართველოს მოსწავლეები კი სასწავლო კომპლექსის მიერ ორგანიზებულ ჩვენებების ბანაკებში, სომხეთის ულამაზეს ადგილებში.
  • საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა  ტარდება კლასებს შორის,  აქ მონაწილეობას იღებენ აგრეთვე მშობლები.
  • სასწავლო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით შექმნილია სომეხ - ქართველი ახალგაზრდების პირადი როგორც მეგობრული კავშირები,  აგრეთვე ოჯახური კავშირები, რომელიც გამოიხატება აგრეთვე სოციალური ქსელებში.
  • კულტურულ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობაა დადგენილი  საქართველოში სომხური დიასპორას, "ჰაიარტუნ" ცენტრთან
  • ჯავახეთის სომხურ სოფლების სკოლებს სასწავლო ლიტერატურა, სასწავლო მასალები გადაეცემა.
  • თბილისის მერიამ ქართული წიგნები აჩუქა სასწავლო კომპლექსის ბიბლიოთეკას.
  • თბილისის მერიამ დააჯილდოვა სასწავლო კომპლექსის დირექტორი აშოტ ბლეიანი მედალით "საქართველოს კულტურის ელჩი". სომხეთის განათლების მინისტრმა დააჯილდოვა თბილისის #98 სკოლის დირქტორი გიორგი მომცელიძე დიპლომით.
  • "სომხურ-ქართული ზოგადსაგანმანათლებლო ხიდები" პროგრამას მხარს უჭერს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ორგანიზაცია "კავკასიის თანამშრომლობა", თბილისის მერია, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი და სხვა ორგანიზაციები.

პარტნიორობა ფართოვდება და ვითარდება, 2017 წ. უკვე სამი სასწავლო ორმხრივი ვიზიტი  ჩატარდა: სასწავლო კომპლექსის ეკო ჯგუფი, ქართული ენის ჯგუფმა მარტის თვეში იყო თბლისში. თბილისის პარტნიორი სკოლების ჯგუფმა სასწავლო კომპლექსში მონაწილეობა მიიღო “ქარული ენის დღეები ერევანში”  დღესასწაულში და ეკო ტური 2017 წ. , დაგეგმილია თბილისის "მდინარე ქალაქში" პროექტი. ივნისში ქ. ერევნის ბანგლადეშის რაიონის  პლენერი 2017წ. ფარგლებში სასწავლო კომპლექსში ისტუმრებს  ქალაქ ახალქალაქის ქართული სკოლა და  კულტურის სახლი.