• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

საქართველოს და სომხეთის მეგობრობა

„დიდებული რამ არის ხალხთა შორის კარგი ურთიერთობა,რომელიც ოდითგანვე მოდის“.-წერდა სომეხი პოეტი ჰოვანეს თუმანიანი.
ასეთი სიღრმეებიდან მოსული მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ და სომხურ მეგობრობას.იგი წარმოიქმნა შორეულ წარსულში,დროთა განმავლობაში გაძლიერდა მჭიდრო თანამშრობლობის საფუძველზე.ქართველები და სომხები წარსულში მყოფნი ერთნაირ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში,იბრძოდნენ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობისათვის,ეხმარებოდნენ და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.საუკუნეების მანძილზე დაბადებულმა სულიერმა ნათესაობამ,ერთობლივმა განმათავისუფლებელმა ბრძოლებმა დატოვეს ნათელი კვალი ამ ორი ქვეყნის ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.სომეხი და ქართველი მწერლების ნაწარმოებებში შეგვიძლია ვიპოვოთ ბევრი გვერდი,მიძღვნილი ამ ორი ქვეყნის ხალხის ძმურ ურთერთობებზე.
საქართველოში დაიბადა და მოღვაწეობდა ცნობილი სომეხი პოეტი,აშუღი და მომღერალი-საიათნოვა.იგი იყო განთქმული საკუთარი ლექსებით,სიმღერით.უკრავდა ჩონგურზე,კამანჩეზე.საიათნოვა ერეკლე მე-2 კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო.რამდენიმე წლის წინ საქართველოში აღინიშნა საიათნოვას 300 წლის იუბილე.ბევრი სომეხი მწერალი თავიანთ ნაწარმოებებში აღფრთოვანებით იხსენებდა საქართველოს და უძღვნიდა სიყვარულით შთაგონებულ სტრიქონებს.საქართველოს თავისი „სტუმართმოყვარე“თბილისითა და „ლამაზი ქალებით“იხსენებდა თავის ნაწარმოებებში სომეხი პოეტი ნაგაშ ოვნათანი.ამ ორი ქვეყნის მეგობრობა დღემდე გრძელდება.მე,ეროვნებით სომეხი,საქართველოს მოქალაქე,გავიზარდე და დავიბადე თბილისში.ვსწავლობ თბილისის მრავალეროვან №37 სკოლაში,რომელიც მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს და მეგობრულ უბანში.უკვე ორი წელია ამ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით მიემგზავრებიან ქ.ერევნის მხიტარ სებასტაცის კომპლექსში,ჩვენი ქვეყნების მეგობრობის მისიით.მე პირადად ვიყავი ჩასული ამ მშვენიერ ქალაქში და დავრჩი აღფრთოვანებული სომეხი ხალხის სტუმართმოყვარეობით,პატივისცემითა და კულტურით.ჩვენთვის ჩატარდა ექსკურსიები,ვიმყოფებოდით ეჩმიადინში,სომხეთის პატრიარქის რეზიდენციაში,წმინდა რიფსიმეს ტაძარში,ოპერასა და სამხატვრო გალერეაში.გავხდით ტრადიციული დღესასწაულის „ჰარისას“მოწმენი და თანამონაწილენი,ბევრი ვიმხიარულეთ და შთაბეჭდილებით აღსავსე დავბრუნდით უკან.ერევანში შევიძინე ბევრი მეგობარი.მათთან,სოციალური ქსელის საშუალებით,არ ვწყვეტ ურთიერთობას.მე მჯერა და იმედი მაქვს,რომ ჩემი ორი სამშობლოს მეგობრობა არასოდეს დასრულდება.