• Հայերեն
  • English
  • Français
  • Georgian
  • Русский
  • Español
  • Deutsch
  • فارسی
  • Türkçe
  • Italiano

სომხურ-ქართული მეგობრობა

სომხურ-ქართული ურთიერთობა - ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.სომხურ-ქართულ ურთიერთობას აქვს მდიდარი ისტორია საუკუნეების მანძილზე.ეს ორი ერი ერთმანეთში არის დაკავშირებული საერთო ისტორიით.
საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ დაუმარცხებელ სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს,და ერთურთი ძალებით იცავდნენ თავიანთ მიწებს.
საქართველოში დღესდღეობით სომეხთა ერთა რაოდენობა  აღწევს 250 000, რომლებიც საქართველოს ასაყვავებლათ არ იშურებენ ძალისხმევას. და ასევე საქართველოსაც სათანადო წვლილი მიუძღვნის სომხეთის წარმატების მიღწევაში.
საქართველოსა და სომხეთს გადაკვანძული ისტორია აქვთ.საქართველოს მიწაზე ფეხი აიდგა და განვითარდა უამრავი გენიოსი,რომლებიც იყვნენ :საიათ ნოვა, სუნდუკიანი, მანთაშოვი,მელიქოვი, ფარაჯანოვი და ბევრი სხვა მხატვარი, პოეტეი და მუსიკოსი. მათ დიდი როლი მიუძღვნით თბილისის აყვავებაში.
ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს დახმარებას უწევს , როგორც ეკონომიკის,ასევე  კომერციის და ხელოვნების საკითხებში.
დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ ქართულ-სომხურ ურთიერთობაზე. მე მსურს, რომ წლების მანძილზე საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა უფრო გაძლიერდეს,რადგან ორივე ქვეყანა მიმაჩნია სამშობლოდ. სომხეთი თავის მხრივ სამშობლოა,რადგან  მასთან მაკავშირებს სისხლი და ხორცი ,ხოლო საქართველო თავის მხრივ -აქ დავიბადე,აქ ამოვიდგი ენა,აქ ჩამოვყალიბდი და აქ ვისწავლე კარგის და ცუდის გარჩევა.  ამ ურთიერთობებზეა დამოკიდებული ორი ქრისტიანული ქვეყნის წინსვლა და კეთილდღეობა. და ძალიან მოხარული ვარ, რომ სომხეთში ფუნქციონირებს სკოლა, რომელშიც ისწავლება ქართული  ენა და კულტურა.